მექსიკაში ნარკომაფიის „ბოევიკებმა“ ვერტმფრენი ჩამოაგდეს

სააგენტო „ასოშიეიტედ პრესის“ ინფორმაციით, მექსიკაში ნარკომაფიის წინააღმდეგ ოპერაცია შეიძლება სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდოს. 3 სამხედრო დაიღუპა ქალაქ გვადალახარაში, როდესაც ნარკომაფიის „ბოევიკებმა“ სამხედროების ვერტმფრენს სროლა აუტეხეს. ეკიპაჟის წევრები იძულებულები იყვნენ საგანგებო დაშვება განეხორციელებინათ. 12 სამხედრო მოსამსახურე დაჭრილია. სპეცოპერაციის საპასუხოდ ნარკომაფიის წევრები წვავენ ავტომანქანებს. ავტოგასამართ სადგურებს, ბანკებს და ოფისებს. გვადალახარა – მექსიკაში მნიშვნელობით მესამე ეკონომიკური ცენტრია. ხელისუფლებამ მოსახლეობას საკუთარ სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები