„ისლამურმა სახელმწიფომ“ სირიაში 90 მშვიდობიანი ადამიანი სიკვდილით დასაჯა“

„ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სირიაში 90 მშვიდობიანი მოქალაქე სიკვდილით დასაჯეს. ინფორმაციას „ადამიანის უფლებათა საკითხებში სირიის სადამკვირვებლო ორგანიზაცია“ ავრცელებს. შარიათის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სირიელებს მკრეხელობისთვის, ჰომოსექსუალიზმისთვის, ქურდობისთვის და „ისლამური სახელმწიფოს“ მტრებთან კავშირის გამო სჯიდნენ. ისლამისტები დამნაშავეებს ხვრეტდნენ, თავებს ჰკვეთდნენ და ცოცხლად წვავდნენ. „ისლამური სახელმწიფო“ შარიათის სასამართლოს პრაქტიკას მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე რეგულარულად იყენებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები