300-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო დონბასელი „ბოევიკების“ ტყვეობაში რჩება

300-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო დონბასელი სეპარატისტების ტყვეობაში რჩება. ამ ციფრს უკრაინის უშიშროების საბჭო ავრცელებს.
„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია 300 ტყვეს შესახებ. თუმცა იმედი გვაქვს, რომ იქ ის ადამიანებიც არიან, ვინც უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან”, – განაცხადა უკრაინის უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა იური ტანდიტამ.
უკრაინის უშიშროების საბჭოში აცხადებენ, რომ ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის წარმომადგენლებმა კიევს ყველა ტყვე არ გადასცეს, როგორც ეს მინსკის შეთანხმებებით იყო გათვალისწინებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები