ამერიკის შტატ აიოვაში ქათმის გრიპის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული

აშშ-ს შტატ აიოვაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, – აღნიშნულის მიზეზი ქათმის გრიპის რამდენიმე შემთხვევის დაფიქსირებაა.
„მიუხედავად იმისა, რომ ქათმის გრიპის ეს შემთხვევები ადამიანებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, ჩვენ ამას ძალზე სერიოზულად ვუდგებით და ამიტომაც დაავადებასთან საბრძოლველად საგანგებო მდგომარეობა გამოვაცხადეთ“,- განაცხადა აიოვას გუბერნატორმა ტერი ბრანსტედმა.
„როიტერის“ინფორმაციით, შტატის ხელისუფლებამ იქ H5N2 ვირუსით ინფიცირების 5 ძირითადი კერა დააფიქსირა. ამჟამად აიოვას შტატში ქათმის გრიპით 5,5 მილიონი ფრინველია დაავადებული, ხოლო მთლიანად აშშ-ს ტერიტორიაზე – 20 მილიონი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები