ფემინისტური ჯგუფის წევრები პარიზში მარინ ლე პენის გამოსვლის ჩაშლას შეეცადნენ

ჯგუფ FEMEN-ს წევრები პარიზში ულტრამემარჯვენე პარტია „ნაციონალური ფრონტის“ თავმჯდომარის მარინ ლე პენის გამოსვლის ჩაშლას შეეცადნენ. წელს ზევით გაშიშვლებული სამი გოგონა გარნიეს ოპერის აივანზე აძვრა, სადაც ფრანგი ნაციონალისტების ლიდერი სიტყვით გამოდიოდა. აქტივისტებმა აივანზე დროშები გამოფინეს, რომლებიც ნაცისტურ დროშებს ჰგავდა. ერთ – ერთ გოგონას მკერდზე ეწერა: „ ჰაილ ლე პენ“, ხოლო მეორეს – „შეაჩერეთ ფაშიზმი“. უშიშროების სამსახურმა ჯგუფის აქტივისტები დააკავა და ისინი პოლიციას გადასცა. მანამდე Femen-ის აქტივისტებმა მარინ ლე პენის მიერ ჟანა დ’არკის მონუმენტის ყვავილებით შემკობის ცერემონია ჩაშალეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები