ივან ოხლობისტინი საკუთარი მკვლელობის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

რუსი მსახიობი ივან ოხლობისტინი მისი მკვლელობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. ამის შესახებ ტვიტერში  თავად მსახიობმა დაწერა.
„ჩემი გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ჭორები სიმართლეს არ შეესაბამება. მე ჯერ არ დამილევია შამპანური საფრანგეთის ბულვარზე. გილოცავთ ყველას დღესასწაულს“, – წერს ოხლობისტინი.
„რია ნოვოსტის“ ცნობით, მსახიობის მკვლელობის შესახებ ინფორმაციაზე კომენტარი ოხლობისტინის ოჯახის მეგობარმა მარინა ლევკინამაც გააკეთა.
„თუ მედიის იმ ინფორმაციაზე მეკითხებით, ყველაფერი რიგზეა“, – განაცხადა მან.
მანამდე რუსეთის ზოგიერთმა საინფორმაციო საშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ივან ოხლობისტინი მოსკოვთან ახლოს საკუთარ სახლში მოკლეს. რუსული მედია განსაკუთრებით აქცენტს მსახიობის პოლიტიკურ შეხედულებებზე ამახვილებდა, რომელიც უკრაინის ხელისუფლებას აკრიტიკებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები