სტამბოლში პოლიციამ მანიფესტანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

სტამბოლში პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ბეშიკტაშის რაიონში 150-დე ადამიანი შეიკრიბა და ტაქსიმის მოედნისკენ მსვლელობა გამართა. აქცია მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღისადმი იყო მიძღვნილი. ამასთანავე, თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ტაქსიმის მოედანი მთელი დღით ნებისმიერი მასობრივი ღონისძიებისთვის დახურეს.
მოედნის გარშემო ასობით პოლიციელი მორიგეობდა. ხელისუფლების მხრიდან აკრძალვის და გაფრთხილების მიუხედავად, მანიფესტანტებმა მოედნისკენ მსვლელობა მაინც დაიწყეს. პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი გამოიყენა, ხოლო აქციის ზოგიერთმა მონაწილემ საპასუხოდ „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა დაიწყო. თავად მოედანზე თურქეთის კომუნისტური პარტიის აქტივისტებს და პოლიციელებს შორის შეტაკებები მოხდა, რამდენიმე ადამიანი დაკავებულია. სტამბოლში დღეს სიტუაციის გასაკონტროლებლად 20 ათასი პოლიციელია მობილიზებული. აქციები თურქეთის სხვა მსხვილ ქალაქებშიც გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები