სასწრაფოდ: მოსკოვთან ახლოს ცნობილი მსახიობი ივან ოხლობისტინი მოკლეს

მოსკოვთან ახლოს, საკუთარ სახლში ცნობილი რუსი მსახიობი და კრიტიკოსი ივან ოხლობისტინი მოკლეს. მკვლელობა, სავარაუდოდ, გუშინ მოხდა, თუმცა ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი.
Crimelist.ru-ის ინფორმაციით, ოხლობისტინს ორი კილერი დაესხა თავს. სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლის ცნობით, ყველა მათგანი „არ იყო სლავური გარეგნობის“. ცნობილი გახდა ასევე, რომ ივან ოხლობისტინთან ერთად მისი მეუღლე და 6 შვილი ცხოვრობდნენ, რომლებიც თავდასხმის შედეგად არ დაშავებულან.
პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები