რუსულმა მედიამ კიევში ჯადოქრების შეკრება დააფიქსირა

კიევში ადგილობრივი ჯადოქრები მასობრივ თავყრილობას გეგმავენ. რუსული ტელეარხის “ლაიფ ნიუსის“ ცნობით, ისინი  მიხაილოვის ტაძრის სიახლოვეს შეიკრიბებიან. ორი ათასი ექსტრასენსი, “კუდიანი” და პარაფსიქოლოგი აპირებს „უკრაინასა და დონბასში მშვიდობისთვის“ რიტუალის ჩატარებას. წყაროს ცნობით, ღონისძიების კოორდინატორია ჯადოქარი სიბირიუსი. ის მოედანზე ყველა მსურველს რიტუალში მონაწილეობის მისაღებად ეპატიჟება. მოედანზე უმაღლესი ძალებისადმი კოლექტიური მოწოდება გაიმართება.
„ჩვენ შევთხოვთ უმაღლეს ძალებს, რომ სიძულვილის სისხლიანი შეტევისგან მიღებული გაბრუებიდან გამოვიდნენ და ამ წარმოუდგენელ ხორცსაკეპში მოხვედრილი ადამიანები გადაარჩინონ“, – ამბობს სიბირიუსი.
თავად მიხაილოვის ტაძარი კიეველებს ურჩევს, უკრაინაში მშვიდობისთვის ილოცონ და არ მიიღონ მონაწილოება ამ ტიპის მასობრივ თავყრილობებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები