ბრაზილიელმა მეხანძრემ ქალი გადაარჩინა, რომელიც თავს იკლავდა (ვიდეო)

ბრაზილიელმა მეხანძრემ ქალი გადაარჩინა, რომელიც სახლიდან გადმოხტომას აპირებდა. ინციდენტი ქალაქ ფორტალეზაში მოხდა. მრავალსართულიან სახლში მცხოვრები ქალი ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა და გადახტომას აპირებდა. სწორედ ამ დროს მეხანძრე ზედა სართულიდან სპეციალური თოკის გამოყენებით ჩამოეშვა. მოულოდნელად მაშველი გოგონას დაახტა, მას სახეში ფეხები ჩაარტყა და უკან, ბინაში შეაგდო. ერთი შეხედვით, ასეთი ილეთი საკმაოდ უხეში ჩანს, მაგრამ მეხანძრემ მისი გამოყენებით ადამიანი სიკვდილს გადაარჩინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები