ჩილეში სამი კვირის განმავლობაში ვულკანი კელბუკო უკვე მესამედ ამოიფრქვა (ვიდეო)

ერთი კვირის განმავლობაში ჩილეს სამხრეთ ნაწილში მდებარე ვულკანი კელბუკო მესამედ ამოიფრქვა. ჩილეს გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ვულკანის კრატერის სიახლოვეს საშიშროების წითელი – ყველაზე მაღალი დონეა გამოცხადებული. 20-კილომეტრიანი ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განსორციელდა. მანამდე ამ ტერიტორიიდან ექვსი ათასი ადამიანი იყო ევაკუირებული. წინა ორი ამოფრქვევის დროს ვულკანმა ატმოსფეროში 210 მილიონი ტონა ფერფლი ამოაფრქვია. ექსპერტების აზრით, კელბუკოს აქტივობა შეიძლება რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები