საფრანგეთში ფოტოსურათი აღმოაჩინეს, რომელზეც ვინსენტ ვან გოგი და პოლ გოგენი არიან აღბეჭდილნი

უიშვიათესი ფოტოსურათი აღმოჩენილია საფრანგეთში. მასზე ჰოლანდიელი ფერმწერი ვინსენტ ვან გოგი და ფრანგი პოლ გოგენი ერთად არიან დაფიქსირებულნი. რარიტეტი ფრანგმა ექსპერტმა სერჟ პლანტიურომ აღმოაჩინა.
აქამდე ითვლებოდა, რომ დღემდე ვან გოგის მხოლოდ ორი სურათი იყო  შემორჩენილი, ორივე მისი ახალგაზრდობის პერიოდის. სერჟ პლანტიურომ გასულ წელს უკვე გაითქვა სახელი იმით, რომ გამოჩენილი ფრანგი პოეტის და ჟურნალისტის შარლ ბოდლერის ფოტო აღმოაჩინა. ფოტოზე ვან გოგი და პოლ გოგენი მაგიდასთან სხედან. მათ გვერდით მყოფთა შორის ექსპერტმა კიდევ ერთი ცნობილი მხატვარი – ემილ ბერნარი ამოიცნო. უნიკალური ფოტოსურათი უკვე გატანილია აუქციონზე გასაყიდად. ის ბრიუსელში 19 ივნისს გაიმართება. ვარაუდობენ, რომ ამ ფოტოსურათში 120-დან 150 ათას ევრომდე იქნება გადახდილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები