მოსკოვში პირველი მაისის დღესასწაული აღინიშნება (ვიდეო)

მოსკოვში პროფკავშირების დემონსტრაცია გაიმართა. დღესასწაულის აღსანიშნავად, ადამიანებმა ყვავილები, გასაბერი ბუშტები და ტრანსპარანტები მიიტანეს. მთლიანად რუსეთის დედაქალაქში ორასზე მეტი ღონისძიება იგეგმება. მასში ორ მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. წესრიგის დასაცავად მოსკოვის ქუჩებში 7 ათასი პოლიციელია გამოყვანილი. აქციის ჩასატარებლად, საერთო ჯამში, 65 ადგილია გამოყოფილი. 1 მაისს რუსეთში კიდევ „გაზაფხულის და შრომის“ დღესასწაულს უწოდებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები