ახალ გვინეაში 7,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

7,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა დღეს ახალი ბრიტანეთის კუნძულებზე, რომელიც ახალი გვინეის არქიპელაგის შემადგენლობაში შედის. აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქალაქ კოკოპოსგან 116 კილომეტრში მდებარეობდა. ცუნამის საშიშროება არ არსებობს. ნგრევის და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. ახალი გვინეა წყნარი ოკეანის ე.წ. ცეცხლის რკალის ნაწილია – ეს მაღალი სეისმური აქტივობის მქონე ძლიერი ტექტონიკური რღვევის ადგილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები