დევიდ როკფელერს გული მეექვსედ გადაუნერგეს
მილიარდერ ფილანტროპს დევიდ როკფელერს, რომელიც 12 ივნისს 100 წლის ხდება, მეექვსედ გადაუნერგეს გული. ოპერაცია 6 საათს გაგრძელდა და წარმატებით ჩაიარა. გულის გადანერგვის პირველი ოპერაცია როკფელერს 1976 წელს, საავტომობილო ავარიის შემდეგ დასჭირდა. მაშინ ჩატარებული ტრანსპლანტაციის შემდეგ ერთ კვირაში როკფელერი უკვე ვარჯიშობდა.
გული ერთადერთი ორგანო არ არის, რომელიც როკფელერს გადანერგილი აქვს. 1988 და 2004 წლებში მას თირკმელები გადაუნერგეს. როკფელერი ხუმრობს, რომ აპირებს 200 წლამდე იცოცხლოს.