კიმ ჩენ ინმა ნაციონალური ორკესტრის 4 წევრი დახვრიტა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ 15 მაღალჩინოსანი სიკვდილით დასაჯა, ამჯერად ნაციონალური ორკესტრის ოთხი მუსიკოსი დახვრიტა. ამ ორკესტრში ადრე ბელადის მეუღლე ლი სონ ჩჟუ უკრავდა. Yonhap-ის ცნობით, ოთხივე მუსიკოსს სიკდილი მიესაჯა „კიმ ჩენ ინის ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გაცემის გამო“, ანუ ჯაშუშობის ბრალდებით.
ერთ-ერთმა სამხრეთ კორეელმა დეპუტატმა განაცხადა, რომ ინფორმაცია მასთან დაზვერვის თანამშრომლებისგან მოხვდა. ჩრდილოთ კორეის ლიდერი ამ ორკესტრის მუსიკოსებს უკვე მეორედ სჯის სიკვდილით. 2013 წელს მან ორკესტრის 12 მუსიკოსი დახვრიტა, რომელთა შორის მისი ყოფილი მეგობარი გოგონა ჰენ სონ ვოლი იყო. ისინი პორნოგრაფიაში, გადაღებებში დაადანაშაულეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები