გაგა ნახუცრიშვილის ახალი პოეტური კრებული "ორიათას13"

  ოთხშაბათს, 22 იანვარს, 19 საათზე “მწერალთა სახლში”გამომცემლობა “სიესტა” პოეტ გაგა ნახუცრიშვილის ახალ პოეტურ კრებულს “ორიათას13″-ს წარადგენს. საღამოს მსვლელობისას ავტორი თავად წაიკითხავს ახალ ლექსებს. გაგა ნახუცრიშვილმა 1993 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა. ლიტერატურას გერმანიის ქ. როთენბურგის გოეთეს ინსტიტუტსა და იტალიაში, ქალაქ პერუჯაში სწავლობდა. პოეტი ლიტერატურულ კონკურს „საბას” 2003 წლის ლაურეატი და არა ერთი პოეტური კრებულის ავტორია, მათ შორისაა: “უაზრო მგზავრი”, “სიმარტივე”, “გამგზავრება და მოლოდინი”, “უცაბედად” და სხვ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები