ნიგერიის არმიამ „ბოკო ჰარამის“ 300-ზე მეტი ტყვე გაათავისუფლა
ნიგერიის არმიამ სამბისას ტყის ტერიტორიის ნაწილი დაიკავა, სადაც ექსტრემისტული დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ გამაგრებული პუნქტები იყო განლაგებული. ამ ორგანიზაციამ ცოტა ხნის წინ სახელი შეიცვალა და ახლა მას „დასავლეთ აფრიკის ისლამური სახელმწიფო“ ჰქვია. სამხედროებმა რამდენიმე ბანაკიდან, საერთო ჯამში, 200 გოგონა და 100-ზე მეტი ქალი გაათავისუფლეს. ეს ადამიანები „ბოევიკებმა“ ქვეყნის ჩრდილოეთში დასახლებულ პუნქტებზე რეიდების დროს გაიტაცეს.
ორგანიზაცია „ბოკო ჰარამი“ ცნობილი გახდა გასული წლის აპრილში, როდესაც ქალაქ ჩიბოკადან 300 მოსწავლე გოგონა გაიტაცეს. 200 მათგანის ადგილმდებარეობა ამ დრომდე უცნობია. ამასთანავე, სამხედროებმა, რომლებმაც ბოლო ოპერაცია ჩაატარეს, განაცხადეს, რომ ჩიბოკოდან გატაცებული მოსწავლეები ამ დღეებში გათავისუფლებულთა შორის არ არიან.