რამზან კადიროვი ნემცოვის მკვლელობის საქმეზე ჩვენების მისაცემად მზად არის
ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ ის მზად არის ბორის ნემცოვის მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიებას ჩვენება მისცეს.
ამის შესახებ კადიროვმა რადიოსადგურ „ლაპარაკობს მოსკოვის“ ეთერში განაცხადა. „რა პრობლემაა? მზად ვარ ჩვენების მისაცემად, თუ ეს გამოძიებას დაეხმარება. თუ დაამტკიცებენ, რომ ნემცოვი ზაურ დადაევმა მოკლა, მაშინ ის ციხეში უნდა ჩასვან და იმდენი ხანი იჯდეს, რამდენსაც სასამართლო გადაწყვეტს“. – განაცხადა კადიროვმა.
კადიროვი არ გამორიცხავს, რომ მის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი „მეხუთე კოლონას“ ჭირდება. „როდესაც მათ ივიწყებენ, მაშინვე მე ვახსენდები“, – განაცხადა მან. კადიროვის დაკითხვას ბორის ნემცოვის ადვოკატები მოითხოვენ. მის გარდა, დაცვის მხარე რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის ადამ დელიმხანოვის და ბატალიონ „სევერის“ მეთაურის მოადგილის რუსლან გერემეევის დაკითხვას მოითხოვს.