პაველ კლიმკინი რუსეთის მიერ ყირიმში ბირთვული იარაღის შეტანის საფრთხეზე საუბრობს

რუსეთი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების პრინციპებს არღვევს და რეგიონში საფრთხეს ქმნის. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაველ კლიმკინმა გაეროში გამოსვლისას განაცხადა. კლიმკინის ინფორმაციით, რუსეთი ყირიმში ბირთვული იარაღის გადასროლას გეგმავს.
კლიმკინის განცხადება თავად რუსეთის ოფიციალური სტრუქტურების ინფორმაციაზეა დაფუძნებული. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ყირიმის ტერიტორიის და შავი ზღვის აკვატორიის დასაცავად მოსკოვმა შეიძლება იქ ბირთვული იარაღით აღჭურვილი სტრატეგიული ბომბდამშენები განათავსოს. გაეროში ვიზიტის ფარგლებში ასევე საუბარი იყო მოსკოვში გენერალური მდივნის პან გი მუნის ვიზიტზე, რომელიც 9 მაისს უნდა შედგეს. უკრაინის ხელისუფლება ამ ფაქტს „ნეგატიურ სიგნალს“ უწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები