მოსკოვში ჩასვლაზე ჩრდილოთ კორეის ლიდერმაც უარი განაცხადა
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა, რომელიც მოსკოვში 9 მაისის აღლუმს უნდა დასწრებოდა, ვიზიტი გააუქმა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. პესკოვმა ეს გადაწყვეტილება „შიდაკორეული საქმეებით ახსნა“.
დიმიტრი პესკოვის თქმით, 8-10 მაისს მოსკოვში დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებში, რომელიც ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით ტარდება, 30 ქვეყნის ლიდერი და დელეგაციის წევრი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები დაესწრებიან. ამასთანავე, სამხედრო აღლუმს, რომელიც წითელ მოედანზე 9 მაისს გაიმართება, ევროპის არცერთი ქვეყნის ლიდერი არ დაესწრება.