ბილ კლინტონის თვითმფრინავი ტანზანიაში ავარიულად დაეშვა
აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის ბილ კლინტონის თვითმფრინავი ტანზანიაში ავარიულად დაეშვა. CBS-ის ცნობით, ჰაერში თვითმფრინავს ერთ-ერთი ძრავა გაუფუჭდა, რის შემდეგ პილოტებმა დოდომაში ავიალაინერის დასმის გადაწყვეტილება მიიღეს. ბორტზე მყოფთა შორის არავინ დაშავებულა. ბილ კლინტონი აფრიკაში გაემგზავრა, რათა Clinton Foundation-ის მიერ განხორციელებული პროექტები შეეფასებინა. ტანზანიის გარდა, კლინტონი და მისი ქალიშვილი კენიას, ლიბერიას და მაროკოს უნდა ეწვიონ.