ლავროვმა და კერიმ უკრაინაში არსებული სიტუაცია განიხილეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ სატელეფონო საუბრისას უკრაინაში არსებული მდგომარეობა განიხილეს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.
ორი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნების მნიშვნელობაზე, ასევე მძიმე შეიარაღების გამოყვანასა და უკრაინაში საკონსტიტუციო რეფორმის ჩატარების აუცილებლობაზე.
შეგახსენებთ, რომ მინსკის შეთანხმების მიუხედავად, დონბასში საომარი მოქმედებები გრძელდება, თუმცა თებერვლის შემდეგ მათი ინტენსივობა შემცირდა.
ლავროვმა და კერიმ ასევე სირიაში, ლიბიაში და იემენში არსებული სიტუაცია განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები