ჩრდილოეთ კორეაში 15 თანამდებობის პირი სიკვდილით დასაჯეს
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩეი ინმა მიმდინარე წელს 15 თანამდებობის პირის დახვრეტის ბრძანება გასცა. მათ შორისაა ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრი. ინფორმაციას სამხრეთ კორეის დაზვერვა აქვეყნებს. ამ ინფორმაციის მიხედვით, ჩრდილოეთ კორეის სოფლის მეურნეობის მინისტრი საჯაროდ იყო დახვრეტილი მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ტყეების აღდგენის გეგმა ჩააგდო. კიდევ 14 პირი სიკვდილით სახელმწიფო ღალატისთვის დასაჯეს. მათ შორის მინისტრის ორი მოადგილე, რომლებიც პარტიის პოლიტიკას აკრიტიკებდნენ. გარდა ამისა, მარტში სიკვდილით დასაჯეს ორკესტრ Unhasu-ს ოთხი მუსიკოსი. 2014 წელს კიმ ჩენ ინის ბრძანებით, ჩრდილოეთ კორეაში 200 ჩინოვნიკი დახვრიტეს. 2013 წელს კი მან სიკვდილით დასაჯა საკუთარი ბიძა, რომელიც თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის მოადგილის პოზიციას იკავებდა.