იერუსალიმში ქალმა ავტოგასამართ სადგურს ხანძარი გაუჩინა (ვიდეო)

იერუსალიმში პოლიციამ ქალი დააკავა, რომელმაც ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურზე მანქანის საწვავის ავზის ავსების დროს ხანძარი გააჩინა. ეს ფაქტი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს.
ვიდეოზე ჩანს, რომ ქალი თავდაპირველად მიდის მამაკაცთან, რომელიც საწვავის ავზს ავსებს და რაღაცას ეუბნება. მამაკაცს რეაქცია არა აქვს, ვინაიდან ის ტაბლოზე ციფრებს უყურებს. ქალი შებრუნდება და თითქოს წასვლას აპირებს, მაგრამ უეცრად მოტრიალდება და მანქანის ავზს ცეცხლს მოუკიდებს. მამაკაცს შლანგი ხელიდან გაუვარდება და ბენზინს მაშინვე ცეცხლი მოეკიდება.
ავტოგასამართი სადგურის პერსონალმა ოპერატიული მოქმედების შედეგად აფეთქება თავიდან აიცილა. ხანძრის ინსპირატორი ბრალს უარყოფს, მაგრამ პოლიციას ეს ვიდეომასალა უტყუარი მტკიცებულების სახით გააჩნია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები