160 ქვეყანა ბირთვული იარაღის აკრძალვის ინიციატივით გამოდის

ავსტრია ბირთვული იარაღის აკრძალვის ინიციატივით გამოდის. ვენის განცხადებით, ინიციატივას კიდევ მსოფლიოს 160 ქვეყანა უჭერს მხარს. „როიტერის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სებასტიან კუცმა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების კონფერენციაზე განაცხადა.
„ერთადერთი საშუალება, რომ ბირთვული იარაღი არასოდეს იყოს გამოყენებული, მისი სრული აკრძალვაა. ყველა სახელმწიფო პასუხისმგებელია ბირთვული იარაღის გამოყენების აკრძალვაზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ ინიციატივას ხელშეკრულების 150 ქვეყანა უჭერს მხარს, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები – აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, რუსეთი და ჩინეთი, ანუ სახელმწიფოები, რომლებიც ფლობენ ბირთვულ იარაღს, მას მხარს არ უჭერენ. რაც შეეხება რუსეთს, ის ბირთვული იარაღის შემცირებასაც არ უჭერს მხარს, ვინაიდან ჩვერულებრივი შეიარაღებით რუსეთის ფედერაცია ნატოს წევრ ქვეყნებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები