ნეპალში მაშველებმა ნანგრევებიდან 4 თვის ბავშვი ამოიყვანეს
ნეპალში მიწისძვრის შემდეგ შენობების ნანგრევებიდან მაშველებმა 4 თვის ბავშვი ამოიყვანეს. CNN-ის ცნობით, ბავშვი ნანგრევების ქვეშ 1 დღე-ღამეზე მეტხანს იმყოფებოდა. ბავშვს ტრავმები არ აღენიშნება. ის შიმშილისგან ძალზე დასუსტებულია. მედიკოსების განცხადებით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მანამდე მაშველებმა ერთ-ერთი შენობის ნანგრევებიდან ახალგაზრდა მამაკაცი ამოიყვანეს, რომელმაც იქ 3 დღე-ღამე გაატარა.
შეგახსენებთ, რომ 7,9 მაგნიტუდის მიწისძვრა ნეპალში 25 აპრილს მოხდა. მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 5 ათასს გადააჭარბა. 10 ათასი ადამიანი კი დაშავებულია.