ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის სიახლოვეს ხანძარი მძვინვარებს (ფოტოკოლაჟი)
უკვე მეორე დღეა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის კატასტროფის ზონაში ხანძარი მძვინვარებს, რომლის ჩაქრობას უკრაინელი მეხანძრეები ავიაციის მეშვეობით ცდილობენ. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ მიმდებარე დასახლებულ პუნქტებში რადიაციის დონე მომატებული არ არის. ხანძრის ერთ-ერთ შესაძლო მიზეზად დივერსია სახელდება.