ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის სიახლოვეს ხანძარი ისევ მძვინვარებს
ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის ზონაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, მაგრამ ბოლომდე ჩამქრალი არ არის.“ბი-ბი-სის“ ცნობით, კიევში და კიევის ოლქში რადიაციული ფონი ნორმაშია. უკრაინის სამართალდამცველების ვერსიით, ხანძარი განზრახ ცეცხლის მოკიდებით ან გაუფრთხილებლობით არის გამოწვეული. მანამდე ცეცხლი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მიმართულებით გადაადგილდებოდა, თუმცა ავიაციის გამოყენებით ამ პროცესის შეჩერება მოხერხდა.
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა ხანძრის კერა მოინახულა. პრემიერის განცხადებით, ცეცხლი ატომური სადგურიდან 20 კილომეტრში იყო შეჩერებული.