ნეპალში ნანგრევებში მოყოლილი ადამიანი მაშველებმა 80 საათის შემდეგ გაათავისუფლეს (ვიდეო)
ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში მაშველებმა, მიწისძვრიდან 3 დღის შემდეგ, ნანგრევებში მოყოლილი ადამიანი ამოიყვანეს. ეს 28 წლის რიში ხანალი იყო, რომელიც მაშველებმა 5-საათიანი ოპერაციის შემდეგ გადაარჩინეს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ პაკისტანში რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი, რომლებიც მიწისძვრის დროს ნეპალში იმყოფებოდნენ, კავშირზე არ გამოდიან.
„რია ნიოვოსტის“ ცნობით, ალექსეი ლიპეევი და მარია იაკოვლევა ნეპალში დასასვენებლად გაემგზავრნენ. 7,9 მაგნიტუდის მიწისძვრა ნეპალში 25 აპრილს მოხდა. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად 5 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.