რადარებიდან გამქრალი აშშ-ს მფრინავი ტანკერი დიდი ბრიტანეთის სამხედრო ბაზაზე დაჯდა
აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავი КС-135R Stratotanker, რომელიც ღამით ლა-მანშის თავზე გაქრა, დიდ ბრიტანეთში მილდენჰოლის ბაზის აეროდრომზე დაჯდა, ეკიპაჟი არ დაშავებულა. ამერიკის სამხედრო ავიაციის პრესსამსახურის ცნობით, თვითმფრინავი საფრანგეთის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ამიენიდან აფრინდა. 15 წუთის შემდეგ ის რადარებიდან გაქრა. ამ დროს ის კალეს და დუვრს შორის იმყოფებოდა. რადარებიდან თვითმფრინავის გაქრობის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. მიმდინარეობს ინციდენტის გამოძიება.