ბრიტანელი ფიზიკოსი ათასი წლის განმავლობაში მზის სისტემიდან ადამიანის გასვლას აანონსებს

ცნობილმა ბრიტანელმა ფიზიკოსმა სტივენ ჰოკინგმა სიდნეიში გამართულ ლექციაზე განაცხადა, რომ კაცობრიობა კოსმოსში დედამიწის ორბიტას უნდა გასცდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას გადაშენება ემუქრება. „ინდეფენდენტის“ ცნობით, ჰოკინგი აცხადებს, რომ თუ ადამიანი „ფაქიზი დედამიწის“ საზღვრებს არ გაცდა, ის ვერ გადარჩება. ამიტომ კოსმოსური ტექნოლოგიები „კაცობრიობის მომავლისთვის“ უნდა განვითარდეს.
შეგახსენებთ, რომ 73 წლის სტივენ ხოკინგი პრაქტიკულად პარალიზებულია, ხოლო სასაუბროდ ის სპეციალურ კომპიუტერს და სინთეზატორს იყენებს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ელემენტებს შეიცავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები