NASA – სამხრეთ პოლუსზე ყინულის რაოდენობამ მოიმატა, ხოლო ჩრდილოეთ პოლუსზე – შემცირდა

ამერიკის კოსმოსური სააგენტოს სპეციალისტებმა ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებზე ყინულის რაოდენობა შეადარეს და დაადგინეს, რომ ჩრდილოეთ პოლუსზე შემცირებულმა ყინულმა სამხრეთით „გადაინაცვლა“. მეცნიერების ინფორმაციით, გასული საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში ყინულის საფარი აქ წელიწადში 18 900 კვადრატული კილომეტრის სიჩქარით იზრდებოდა და ახლა რეკორდულ მაჩვენებელს – 20 მილიონ 140 ათას კვადრატულ კილომეტრს შეადგენს.
„ბოლო 40 წლის განმავლობაში, სამხრეთ პოლუსზე ყინულის მატების პარალელურად, ყინულის საფარის რაოდენობა ჩრდილო ყინულოვან ოკეანეში წელიწადში 54 ათასი კვადრატული კილომეტრით მცირდებოდა. ასე, რომ პოლარულ მხარეებს შორის წონის დისბალანსი იზრდება“, – განაცხადა კვლევის მონაწილემ კლერ პარკინსონმა.
ზოგიერთი მეცნიერი შიშობს, რომ წონის გადანაწილებამ შეიძლება დედამიწის ღერძი რამდენიმე გრადუსით შეცვალოს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ასეთი რამ დედამიწის არსებობის ისტორიაში უკვე მომხდარა და ამან წარღვნა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები