მოსკოვში ჯგუფ „ა-სტუდიოს“ პირველი სოლისტი გარდაიცვალა
პოპულარული ყაზახური ჯგუფის „ა-სტუდიოს“ პირველი სოლისტი ბატირხან შუკენოვი მოსკოვში 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. „დღეს ინფარქტით გარდაიცვალა ჩემი მეგობარი – „ა-სტუდიოს“ პირველი სოლისტი“ – დაწერა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე პროდიუსერმა ალექსანდრე სიომინმა.
ბატირხან შუკენოვი ყაზახეთში 1962 წელს დაიბადა. 1988 წელს სწორედ მან ჩამოაყალიბა ჯგუფი „ა-სდუდიო“. 2000 წელს შუკენოვმა ჯგუფი დატოვა და სოლოკარიერა გააგრძელა.