ავღანეთში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 52 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 52 ადამიანი, ძირითადად, ქალები და ბავშვები დაიღუპნენ. ჩამოწოლილი მიწის ქვეშ ერთ-ერთო სოფლის 100-ზე მეტი სახლი აღმოჩნდა. სამაშველო ოპერაციის ჩატარება ამ ადგილის მდებარეობის გამო გართულებულია. შემთხვევის ადგილზე მისვლა მხოლოდ ვერტმფრენებით არის შესაძლებელი. მეწყერები ავღანეთში ამ ქვეყნის რელიეფის გამო საკმაოდ ხშირი მოვლენაა. ასე, მაგალითად, 2014 წელს მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ბადახშანის პროვინციაში 2000 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები