ინდონეზიაში ორი ავსტრალიელი სიკვდილით დასაჯეს

ავსტრალიის ორი მოქალაქე, რომელიც ნარკოტიკებით ვაჭრობაში იყო ბრალდებული, ინდონეზიაში სიკვდილით დასაჯეს. გარდა ამისა, სიკვდილით დასჯილია კიდევ ექვსი ადამიანი, მათ შორის ნიგერიელი, ბრაზილიელი და ინდონეზიელი. ავსტრალიელების – მიურან სუკუმარანის და ენდრიუ ჩანის სიკვდილით დასჯის გამო ავსტრალიამ ინდონეზიიდან ელჩი გაიწვია.
ფილიპინის მოქალაქის მერი ჯეინ ფიესტე ველოსოს სასიკვდილო განაჩენი ბოლო მომენტში გააუქმეს, მას შემდეგ, რაც ქალი, რომელმაც ის ნარკოკურიერად დაიქირავა, პოლიციას ჩაბარდა. მანამდე ავსტრალიამ არაერთხელ მიმართა ინდონეზიის ხელისუფლებას მისი მოქალაქეებისთვის სასიკვდილო განაჩენის სამუდამო პატიმრობით შეცვლის თხოვნით, მაგრამ ყველა ამ თხოვნაზე ჯაკარტას უარი მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები