კოსმოსური ფრენის მართვის ცენტრმა სატვირთო ხომალდ „პროგრესთან“ კონტაქტი ვერ დაამყარა

რუსეთის კოსმოსური მართვის ცენტრის მიერ სატვირთო ხომალდ „პროგრესთან“ უწყვეტი კონტაქტის დამყარების ყველა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ამის შესახებ სააგენტო “ინტერფაქსი“ იუწყება.
სააგენტოს ინფორმაციით, ორბიტაზე გასული ხომალდი ამჟამად საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნავს და მისი სტაბილიზება ვერ ხერხდება.
„პროგრესი“ კოსმოდრომ ბაიკონურიდან გუშინ აფრინდა, გეგმის მიხედვით, საათში ის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს უნდა მიერთებოდა. მაგრამ რაკეტის მესამე ნაწილის მუშაობაში შეფერხების გამო კოსმოსური ხომალდი დაგეგმილ ორბიტაზე 30 კილომეტრით მაღლა ავიდა. ამის გამო სადგურთან მისი მიერთება ვერ ხერხდება. სატვირთო ხომალდს კოსმოსურ სადგურზე საწვავი, ჟანდბადი, საკვები პროდუქტები და კოსმონავტებისთვის ამანათები და საჩუქრები უნდა მიეწოდებინა. ამასთანავე, მართვის ცენტრში ამბობენ, რომ თუ „პროგრესი“ დაიკარგა, ეს ფაქტი კოსმონავტების სიცოცხლეზე და მუშაობაზე არ აისახება. საერთაშორისო ხომალდზე საკმარისი მარაგებია ცხოვრების გასაგრძელებლად.
„რია ნოვოსტის“ ცნობით, „პროგრესს“ ასევე უნდა მიეტანა კოსმონავტებისთვის გამარჯვების დროშა, რომელიც 1945 წელს რაიხსტაგზე აღმართული დროშის ასლია. მის ფონზე რუს კოსმონავტებს მოსახლეობისთვის 9 მაისს გამარჯვების დღე უნდა მიელოცათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები