აშშ-ში არეულობის მონაწილე 200-ზე მეტი ადამიანია დაკავებული

აშშ-ს ქალაქ ბალტიმორში არეულობაში მონაწილე 200-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, დამწვარია 15 შენობა და 144 მანქანა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. არეულობა ამ ქალაქში მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციის მიერ დაკავებული აფროამერიკელი, 25 წლის ფრედი გრეი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. პოლიციის განცხადებით, გრეი დააპატიმრეს იმ რაიონში, სადაც მანამდე ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული აქტივობა შეინიშნებოდა. არეულობის გამო მერილენდის შტატში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო ბალტიმორში კომენდანტის საათი იყო გამოცხადებული. ქალაქში ნაციონალური გვარდიის ქვედანაყოფებია შეყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები