საუდის არაბეთში 93 ისლამისტია დაპატიმრებული

საუდის არაბეთის უშიშროების ძალებმა ქვეყნის ტრიტორიაზე ასამდე ისლამისტი დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, ისინი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ იყვნენ დაკავშირებულები და მკვლელობებს, ასევე ადმინისტრაციულ შენობებსა და საელჩოებზე თავდასხმებს გეგმავდნენ. საუდის არაბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციის და უშიშროების ძალებმა რამდენიმე დაჯგუფება გააუვნებელყვეს საუდის არაბეთის რამდენიმე რაიონში. მათ უკან ზოგიერთი სასულიერო პირიც იდგა. „ისლამური სახელმწიფოს“ დაკავებული წარმომადგენლები, როგორც წესი, დამოუკიდებლად მოქმედებდნენ და ერთმანეთს ტვიტერის მეშვეობით უკავშირდებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები