ბაჩო კვირტიას "ტასმანიური ვეფხვი"

   21 იანვარს, 19 საათზე, გამომცემლობა “საუნჯე” და საქართველოს მწერალთა სახლში ბაჩო კვირტიას ახალი პროზაული კრებულის -“ტასმანიური ვეფხვის” პრეზენტაცია გაიმართება. ავტორი ახალი კრებულიდან ნაწყვეტებს წაიკითხავს და სტუმრებს წიგნის შექმნის შესახებ უამბობს. შეგახსენებთ, რომ ბაჩო კვირტიას ნაწარმოებები 1994 წლიდან იბეჭდება ქართულ ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში. 2007 წელს ავტორი ორი ლიტერატურული პრემიის: „წეროსა“ და „პენმარათონის“ გამარჯვებული გახდა. 2008 წელს კი ბაჩო კვირტიას, როგორც წლის საუკეთესო დებიუტანტ ავტორს, პროზაული კრებულისთვის „მატარებლის მოსვლამდე“ ლიტერატურული პრემია „საბა“ გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები