ფინელმა სამხედროებმა ჰელსინკის აკვატორიაში საეჭვო წყალქვეშა ხომალდს ყუმბარები ესროლეს

ფინელმა სამხედრო მეზღვაურებმა ჰელსინკის აკვატორიაში საეჭვო ობიექტს წყალქვეშა ყუმბარები ესროლეს. სამხედროების წარმომადგენელთა ცნობით, მათი მიზანი ობიექტის გაფრთხილება იყო, და არა მისი განადგურება. როგორც სააგენტო „როიტერს“ ფინეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა კარლ ხაგლუნდმა განუცხადა, ეს შეიძლებოდა ყოფილიყო წყალქვეშა ნავი, რომელმაც ფინეთის ტერიტორიული წყლები უკვე დატოვა. „ჩვენს ტერიტორიულ წყლებში შემოჭრა საკმაოდ სერიოზული შემთხვევაა, რომელზეც შესაბამისი რეაგირება უნდა მოხდეს“, – განაცხადა ხაგლუნდმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები