სამართალდამცველებმა აეროპორტის გეზში 3 800 კოლოფი „ტრამადოლი“ და „აპაურინი“ აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთმა კომპანიამ გაფორმების ეკონომიკურ ზონა „აეროპორტს“ ავიარეისით სლოვენიიდან ჩამოსული და შპს „საქართველოს ფოსტის“ საბაჟო საწყობში განთავსებული მედიკამენტების (საერთო წონით 209.4კგ) ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის თხოვნით მიმართა.
საქონლის თანმხლები დოკუმენტების შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ტვირთში, რომლის მიმღებს სომხეთში რეგისტრირებული კომპანია წარმოადგენს, ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პრეპარატები – 3 000კოლოფი „აპარიუმი“ (Apaurin solution 10mg) 500 კოლოფი „ტრამადოლი“ (Tramadol solution 100mg/2ml) და 300 კოლოფი „ტრამადოლი“ (Tramadol caps. 50mg) არის მოთავსებული.
უწყების ცნობით, ტრამადოლი ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, ნარკოტიკულ საშუალებას წარმოადგენს, შესაბამისად აღნიშნული პრეპარატის ტრანზიტი კანონით აკრძალულია.
ამ დროისათვის ტვირთი შეჩერებულია, ფაქტის შესახებ, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონოდ ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს წერილობით ეცნობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები