იაპონიის პრემიერ-მინისტრი მოსკოვში 9 მაისის ღონისძიებებს არ დაესწრება

იაპონიის პრემიერ-მინისტრი სინძო აბე მოსკოვში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებს. სააგენტო Nikkei-ს ცნობით, ეს გადაწყვეტილება პრემიერის გადატვირთული გრაფიკის გამო მიიღეს, ამასთანავე, იაპონიის მთავრობის წარმომადგენელთა თქმით, ტოკიო ყველა აუცილებელ ზომას მიიღებს იაპონიაში რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტის რეალიზებისთვის.
შეგახსენებთ, რომ ევროპელი ლიდერების უმეტესობამ 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილ აღლუმში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები