მოსკოვის ცენტრში ნიკიტა მიხალკოვის სტუდიას ესროლეს
მოსკოვის ცენტრში რეჟისორ ნიკიტა მიხალკოვის სტუდიაა დაცხრილული. სტუდიის ფანჯრებში პოლიციამ ტყვიებით მიყენებული ორი ნახვრეტი აღმოაჩინა. პოლიციის ვარაუდით, მიხალკოვის სტუდიას ბოროტმოქმედებმა ტრავმატული იარაღიდან ესროლეს. სტუდიაში აღმოჩენილია ორი 12-მილიმეტრიანი ბურთულა. წინასწარი ინფორმაციით, სროლა გუშინ საღამოს მოხდა. პოლიციამ მომხდარის გამოძიება დაიწყო.