ევერესტიდან 200-ზე მეტი ალპინისტის ევაკუაცია განხორციელდა

დაახლოებით 200 ალპინისტია ევაკუირებული ევერესტთან მდებარე ალპინისტების ბანაკიდან, სადაც ზვავი ჩამოწვა. ზვავი ნეპალში 7.9 მაგნიტუდის მიწისძვრამ გამოიწვია. ზვავის ჩამოწოლის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 5 უცხოელი იყო. დაშავებულების გამოყვანა ამ ტერიტორიიდან რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა, რადგანაც ვერტმფრენებით მთაში ჩაფრენა ცუდი ამინდის გამო შეუძლებელი იყო. მთლიანად ნეპალში 25 აპრილს მომხდარი მიწისძვრის შედეგად 4 300 ადამიანი დაიღუპა. ათასობით ადამიანი დაჭრილია და საცხოვრებლის გარეშე დარჩა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები