პოროშენკოს განცხადებით, ომი დონბასში შეიძლება ნებისმიერ დროს განახლდეს

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, დონბასში საომარი მოქმედებები შეიძლება ნებისმიერ დროს განახლდეს.
„ომი ნებისმიერ დროს შეიძლება დაიწყოს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არც უკან დახევის, არც ყოყმანის შესაძლებლობა არ იყოს“, – განაცხადა პოროშენკომ.
უკრაინის ლიდერის თქმით, აუცილებელია მინსკის შეთანხმებების შესრულება, რომლებიც მიღწეული იყო უკრაინის პარტნიორი ქვეყნების დახმარებით. პოროშენკომ დონბასის კონფლიქტის მოგვარების საკითხში დასავლეთის მხარდაჭერის იმედი გამოთქვა. უკრაინის ხელისუფლებას არაერთხელ დაუფიქსირებია, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში შემოჭრილია რუსეთის რეგულარული საჯარისო ქვედანაყოფები და საუბარია მის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიაზე. მოსკოვი ამ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები