რუსეთმა აშშ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების დარღვევაში დაადანაშაულა

აშშ და ნატოს ზოგიერთი სხვა ქვეყანა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებას არღვევენ. ამის შესახებ ნიუ-იორკში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მიხეილ ულიანოვმა განაცხადა. დიპლომატის განცხადებით, შეთანხმება ირღვევა, ვინაიდან აშშ და ნატოს ქვეყნების წამრომადგენლები ალიანსის არაბირთვული წევრი ქვეყნების სამხედროებს ატომური იარაღის გამოყენების წესებს ასწავლიან. „მოვუწოდებთ აშშ-ს და ნატოს სხვა ქვეყნებს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პუნქტები შეასრულონ. ეს ბირთვული გაუვრცელებლობისთვის გადადგმული საუკეთესო ნაბიჯი იქნებოდა“, – განაცხადა ულიანოვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები