ირაკლი შოთაძე: სოსანაშვილის ვერსია აბსურდია

მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძე იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილის ადვოკატის განცხადებას აბსურდს უწოდებს. „სოსანაშვილის ვერსია აბსურდია“, – განაცხადა შოთაძემ. იური ვაზაგაშვილის საქმეზე ბრალდებულ გია სოსანაშვილის ადვოკატმა პროკურატურაში განცხადება შეიტანა. როგორც ის ამტკიცებს, ვაზაგაშვილის საფლავზე მომხდარი აფეთქების შედეგად ამოღებული მეორე დნმ-ი შსს-ის გენინსპექციის მაღალჩინოსანს ეკუთვნის. ირაკლი შოთაძის განცხადებით კი, დნმ-ის პროფილი უკვე დადგენილი იყო 24 თებერვალს.
„სოსანაშვილის დაკავებამდე გასული იყო დაახლოებით 2 კვირა. შესაბამისად, იმის მტკიცება, რომ ეს დნმ-ი ჩაიდო, არის აბსურდი“, – განაცხადა მთავარი პროკურორის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები