ნეპალში მიწისძვრის შედეგად 8 მილიონი ადამიანი დაზარალდა

ნეპალში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად, საერთო ჯამში, 8 მილიონი ადამიანი დაზარალდა. მათგან 1 მილიონ 400 ათას ადამიანს სასწრაფო -სამედიცინო დახმარება სჭირდება. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ქვეყანაში სამედიცინო ხელსაწყოების მწვავე დეფიციტია, ასევე მოსახლეობას არა აქვს საკვები. დაღუპულთა რაოდენობა ამ დროისთვის 4 300 ადამიანს შეადგენს, თუმცა ქვეყნის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ გარდაცვლილია 10 ათასზე მეტი ადამიანი. ნეპალშიც და მეზობელ ქვეყნებშიც მიწისქვეშა ბიძგები, ე.წ. „აფთერშოკები“ შეინიშნება.
კატმანდუში ათასობით ადამიანმა უკვე მესამეა ღამე ღია ცის ქვეშ გაატარა, რადგანაც მათ სახლებში დაბრუნება ეშინიათ. მიწისძვრამ ევერესტზე ზვავებიც გამოიწვია, რის შედეგად 20-ზე მეტი ალპინისტი დაიღუპა და ათობით დაშავდა. მედიკოსები ნეპალში ეპიდემიის საშიშროებაზეც საუბრობენ, რადგანაც ნანგრევების ქვეშ ჯერ კიდე რჩება ცხედრები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები