რუსულ კოსმოსურ ხომალდზე ტექნიკური პრობლემები დაფიქსირდა

ბაიკონურიდან გაშვებულ რუსულ სატვირთო კოსმოსურ ხომალდ „პროგრესზე“ ორბიტაზე გასვლის შემდეგ ორი ანტენა არ გაიხსნა, რომელიც მიერთების სისტემის ნაწილია.
„მომდევნო საათნახევრის განმავლობაში, როდესაც ხომალდი რუსეთის ტერიტორიის თავზე იქნება, მასზე დამატებითი ბრძანების გაგზავნა იგეგმება, რათა ეს ანტენები გაიხსნას“, – განაცხადეს ფრენის მართვის ცენტრში.
სატვირთო ხომალდმა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 2,5 ტონა ტვირთი უნდა ჩაიტანოს. კერძოდ, საწვავი, ჟანგბადი, ასევე აპარატურა მეცნიერული ექსპერიმენტებისთვის, ამანათები და კვების პროდუქტები. გარდა ამისა, „პროგრესს“ საერთაშორისო სადგურზე გამარჯვების დროშა უნდა ჩაეტანა, რომელიც რაიხსტაგზე 1945 წელს აღმართული დროშის ასლია. ამ დროშის ფონზე კოსმონავტები გეგმავდნენ რუსეთის მოსახლეობისთვის ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავი მიელოცათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები